logo
ENG



ვახტანგ კალოიანი - მარნეულის შემთხვევის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებები უფრო ფრთხილობენ

24 მარ 202021:40
3 წუთის საკითხავი
 

„მარნეულის შემთხვევის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებები ბევრად უფრო ფრთხილობენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ ​ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელმა ვახტანგ კალოიანმა „ფორმულას“ ეთერში, გადაცემა „COVID 19“-ში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერ პაციენტთან, რომელიც შესაძლოა, ინფიცირებული იყოს, ინფექციის კონტროლის წესები მაქსიმალურად უნდა იქნას დაცული და ამავდროულად, მათი სხვა პაციენტებისგან იზოლაცია უნდა მოხდეს.

„იმედია ეს მხოლოდ მარნეულით შემოიფარგლება, მაგრამ ამ შემთხვევამ, გარკვეული ყურადღება აამაღლა. ბევრად უფრო ფრთხილობენ როგორც სამედიცინო დაწესებულებები, ისე ნაციონალური cdc-ც რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადი რეკომენდაცია არის ასეთი, ყველა პაციენტთან სავარაუდო ინფექციით, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება covid 19 თუ სხვა ვირუსი, ყოველთვის უნდა დავიცვათ ინფექციის კონტროლის წესები და მაქსიმალურად ვცადოთ, მოხდეს ამ პაციენტების იზოლაცია ისე, რომ ისინი არ მოხვდნენ სხვა პაციენტებში. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პირველ რიგში პაციენტისთვის და მეორე რიგში, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს, სამედიცინო პერსონალისთვის“, - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა


close დახურვა