სასტიკი მკვლელობის შემდეგ ხანძარი. შესაძლო შურისძიებაზე ლაპარაკობენ ადგილობრივები სოფელ ჯუგაანში. მკვლელობის საქმეზე დაკავებულის საცხოვრებელი სახლი დანაშაულის ჩადენიდან ორ დღეში დაიწვა.
სახლს ცეცხლი მაშინ გაუჩნდა, როცა შენობაში არავინ იყო. ხანძარს მსხვეპლი არ მოჰყოლია. ცეცხლის გაჩენის მიზეზებთან ერთად, ამ დრომდე დაუდგენელია მკვლელობის მოტივიც, 41 წლის კაცს 68 წლის მეზობელი ქალის განზრახ მკვლელობისთვის ბრალი უკვე წაუყენეს.