ვენეციაში გრანდ კანალი გაწმინდეს. ღონისძიებას გონდოლიერების ასოციაცია ყოველ წელს მართავს.
წელს ქალაქის მთავარი არხის ფსკერიდან ამოღებულ ნივთებს შორის ტაფები, კომპიუტერები, მაგნიტოფონი და რამდენიმე ლამპაც იყო. სამუშაოები შუაღამისას რიალტოს ხიდთან ჩატარდა. გონდოლიერებმა არხიდან სულ ორ-ნახევარი ტონა ნაგავი ამოიტანეს.