logo
ENG



ვენეციაში ტურისტები დაბრუნდნენ - წმინდა მარკოზის ტაძართან რიგებია

15 ივნ 202010:21
3 წუთის საკითხავი
clock 604

ვენეციაში ტურისტები დაბრუნდნენ.  იტალიაში, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის შემდეგ,    ქალაქის სტუმრებს  ღირსშესანიშნაობების მონახულების  საშუალება აქვთ. 

რიგებია წმინდა მარკოზის ტაძართან, სადაც  შესვლის უფლებას  ტურისტებს მხოლოდ ტემპერატურის გაზომვის შემდეგ აძლევენ.  სამთვიანი პაუზის შემდეგ გაიხსნა ცნობილი კაფე ,,ფლორიანიც,,. რომელსაც 300 წლის ისტორია აქვს.  ადგილობრივი ხელისუფლება იმედოვნებს, რომ პანდემიით გამოწვეული პრობლემები წარსულში დარჩა.


close დახურვა