ვენეციაში წყლის დონე რეკორდულ ნიშნულს უახლოვდება. არის მსხვერპლიც. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 2 ადამიანი. წყალდიდობამ დააზიანა მაღაზიები და კაფეები, ასევე ჩაიძირა წყლის სამი ავტობუსიც. ქალაქი მერმა უბედურების ზონად გამოაცხადა და აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარება კლიმატის ცვლილების პირდაპირი შედეგია.
ბოლო 50 წლის განმავლობაში წყლის დონემ ვენეციაში უმაღლეს ნიშნულს, მეტრსა და 87 სანტიმეტრს მიაღწია. წყლითაა დაფარული ქალაქის 85 პროცენტი, მათ შორის ყველა ტურისტული ღირსშესანიშნაობა. დაიტბორა წმინდა მარკოზის ბაზილიკაც, რაც ათას 200 წლის განმავლობაში სულ მეექვსედ მოხდა.