უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშუკი ყირიმში, საკის აეროდრომის ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს კიდევ ერთი შეხსენებაა, თუ ვისია ყირიმი.
"დღეს მკვიდრი ხალხების საერთაშორისო დღეა. უკრაინაში ასეთებად ითვლებიან ყირიმელი თათრები, კარაიტები და კრიმჩაკები.
და დღევანდელი აფეთქებები ნოვოფედორივკაში კიდევ ერთი შეხსენებაა, თუ ვისია ყირიმი. ის უკრაინაა!"- წერს ვერეშუკი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ საკის აეროდრომის ტერიტორიაზე, შეფუთულ შესანახ ობიექტზე, რამდენიმე საავიაციო საბრძოლო მასალის დეტონაცია მოხდა.
"ადგილიდან მიღებული ინფორმაციით, აეროდრომზე საბრძოლო მასალის შეფუთულ სათავსოზე ცეცხლის ზემოქმედება არ მომხდარა."- წერია რუსეთის თავდაცვის განცხადებაში.