უკრაინის ვიცე პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, რუსი სამხედროების ტყვეობაში 11 უკრაინელი მერია. მათგან ერთი - მოკლეს.
ვერეშჩუკის თქმით, რუსებს დაკავებული ჰყავთ უკრაინის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი კიევის, ხერსონის, მიკოლაევის და დონეცკის რეგიონებიდან.
რუსებმა მოკლეს ოლგა სუხენკო, კიევის ოლქის სოფელ მოტიჟინის მერი.
"ეს ომის დანაშაულია და მასზე პასუხისმგებელი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წესებით დაისჯება. უკრაინა გააგრძელებს ზეწოლას, რათა ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი მერები, მღვდლები, ჟურნალისტები და აქტივისტები გათავისუფლდნენ". - განაცხადა ირინა ვერეშჩუკმა.
ვიცე პრემიერის განცხადებით, უკრაინა ამის შესახებ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, გაეროს და სხვა ორგანიზაციებს აცნობებს.