logo
ENG



ვერის კალათბურთის დარბაზი, ბოლო დროის ყველაზე მნიშვნელოვან საკრივო შოუს უმასპინძლებს

25 იან 202020:17
3 წუთის საკითხავი
 
axjbasswohj2we5.jpg

ხვალ, ვერის კალათბურთის დარბაზი, 16:00 საათზე, ბოლო დროის ყველაზე მნიშვნელოვან საკრივო შოუს უმასპინძლებს.

ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი WBF-ის ვერსიით, 69 კგ წონით კატეგორიაში, ლაშა გურგულიანი მსოფლიოს ჩემპიონის ქამარს, მექსიკელი ედგარ ორტეგას წინააღმდეგ დაიცავს.

29 წლის მექსიკელი, ლათინური ამერიკის ქვეყნების ყოფილი ჩემპიონია, ამავე ვერსიით.

შეგახსენებთ, რომ ლაშა გურგულიანმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 2019 წელს დაისაკუთრა. დღეს ოფიციალური აწონვები და სატიტულო ბრძოლის წინა პრესკონფერენცია გაიმართა. ორთაბრძოლა, საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირისა და Boxing Group Promotion-ის ორგანიზებით ტარდება.

 

 


close დახურვა