logo
ENG



ვეფხია კასრაძე მადლობას უხდის თანამებძოლებს, ვინც დაბადების დღე მიულოცა

03 აგვ 202617:52
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/04/9zq7rzpxqnqe2yd.jpg

სინდისის პატიმარი ვეფხია კასრაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს და მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც მას დაბადების დღე მიულოცა, მათ შორის მეგობრებს, თანამებრძოლებსა და ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ყურადღება, რომელიც დაბადების დღეზე იგრძნო, უფრო უმძაფრებს განცდას, რომ "აუცილებლად გავიმარჯვებთ".

"ციხის კედლებში, სადაც უსამართლოდ გამომკეტა ივანიშვილის რეჟიმმა, ორმაგად სასიხარულო ყოფილა ამდენი მოლოცვის მიღება.

ყურადღება რომელიც ჩემ დაბადების დღეს ვიგრძენი, ბრძოლის ჟინს კიდევ უფრო მიმძაფრებს და მაძლევს განცდას, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

მადლობა ყველა, ყველას, ყველას ვისაც გახსოვართ!!! ჩემს მეგობრებს, თანამებრძოლებს, ჟურნალისტებს... განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ღირსეულ და თავდადებულ ადამიანებს გიორგი თარგამაძეს, ინგა გრიგოლიას, და სოფო ზურაბიანს, ეკრანიდან თქვენი მოლოცვა და გამოჩენილი ყურადღება სასიამოვნო მოსასმენი იყო. მადლობა!

მწამს, რომ ძალიან მალე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად გამარჯვებულები თავისუფლებაზე შევხვდებით. რუსული რეჟიმი ივანიშვილის თაოსნობით უნდა დამარცხდეს!", - ვკითხულობთ წერილში. 


close დახურვა