logo
ENG



ვეცდებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი დასრულდეს საგაზაფხულო სესიებზე - თალაკვაძე

21 მარ 202021:41
3 წუთის საკითხავი
 

არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მმართველი ძალა ყველაფერს გააკეთებს, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები საგაზაფხულო სესიების ფარგლებში განხორციელდეს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამის შესახებ „ქართულ ოცნებას“ უკვე ჰქონდა კონსულტაციები.

„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები პოლიტიკურ სპექტრთან და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დავასრულოთ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი, რომელიც არჩევნებზე უკავშირდება - ამასთან საარჩევნო კოდექსის და ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებზეც ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ვმუშაობთ. ვეცდებით, რომ ეს სამუშაო დავასრულოთ საგაზაფხულო სესიის ფარგლებში", - განაცხადა არჩილ თალაკავაძე.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის შესახებ პრეზიდენტის გამოცემულ დეკრეტს პარლამენტმა მხარი დაუჭირა.


close დახურვა