კლინიკა ვივა მედის ხელმძღვანელი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება სისუსტე და მოძრაობის შეზღუდვა.
ასევე, ჩხაიძე ადასტურებს, რომ ექსპრეზიდენტს აღენიშნება წონაში კლება. გუშინ ექიმმა თენგიზ წულაძემ თქვა, რომ აპრილში მიხეილ სააკაშვილის წონა 100 კილოგრამამდე იყო, ახლა კი 73.6-ია.
ასევე, ჩხაიძემ მზადყოფნა გამოთქვა, მივიდეს სასამართლოში და მისცეს ჩვენება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
"მოგეხსენებათ, რომ გუშინ სახალხო დამცველის მიერ იქნა ორგანიზებული ექიმთა ჯგუფთან ერთად კონსილიუმი და კიდევ ერთხელ შეფასდა ექიმთა ჯგუფის მიერ მისი მდგომარეობა. პაციენტს, რა თქმა უნდა, აღენიშნება წონაში კლება. პაციენტს აღენიშნება სისუსტე და მოძრაობის შეზღუდვა. მე პროგნოზს ვერ გავაკეთებ, ინტოქსიკაციურ თერაპიაზე ვერაფერს გეტყვით, ამისთვის უნდა არსებობდეს ტოქსიკოლოგის დასკვნა, ჩვენთან არ არის წარმოდგენილი, თუმცა გვაქვს ანალიზები შესრულებული ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, ასევე კონსულტირებულია ჩვენი ტოქსიკოლოგის მიერ. თუ ჩვენ გვკითხავენ [სასამართლო] ამის შესახებ, რა თქმა უნდა, შევაფასებთ მის სტატუსს ობიექტურად და იქნება ობიექტური მონაცემები", - თქვა ჩხაიძემ.
