რა ხდება დღის ბოლოს უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდში. რუსეთის ოლქში მძიმე შეტაკებებია. ისმის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. კრემლი ირწმუნება, რომ ოლქში უკრაინელი დივერსანტები შევიდნენ. კიევი კი შემხებლობას სამხედრო მოქმედებებთან უარყოფს. არსებული ინფორმაციით, რუსული ძალებისგან ბელგოროდის გათავისუფლება ორმა ანტიპუტინისტურმა ლეგიონმა დაიწყო, რუსული დაჯგუფება თავად ავრცელებს ვიდეო მასალას.