საზოგადოებრივი მოძრაობა საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით გამოდის. მოძრაობის ინიციატორებმა პარლამენტთან აქცია გამართეს და მმართველ გუნდს ამნისტიის გამოცხადებისკენ მოუწოდეს. აქტივისტები ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" უკვე 9 წელია ხელისუფლებაშია და ამ პერიოდის განმავლობაში ამნისტია არ გამოცხდებულა.
ორგანიზატორები საპროტესტო ტალღის გაფართოებას და რეგიონებში გადატანასაც გეგმავენ, პარალელურად, შესაბამისი ცვლილებების პროექტის მომზადებასაც აპირებენ.
"ჩვენ დავიწყეთ მოძრაობა "შემახე ამნისტია". ვითხოვთ, რომ ამნისტია ყველას შეეხოს და ამ მოთხოვნას მივცემთ კანონპროექტის სახეს და იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი მას დაამტკიცებს. ხელისუფლებას 9 წლის განმავლობაში ამნისტია არ მიუღია და დროა მეტი ჰუმანურობა გამოიჩინოს. აქცია გაიმართება ქუთაისშიც და სხვადასხვა რეგიონში", - აცხადებსალექსანდრე კობაიძე.