logo
ENG



ვითხოვთ ღირსეულ მოსამართლეებს - არასამთავრობო სექტორის აქცია პარლამენტთან

12 დეკ 201913:48
3 წუთის საკითხავი
 
d5v139dgy37yphg.jpg

„ვითხოვთ ღირსეულ მოსამართლეებს“ - ამ მოწოდებით არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები პარლამენტთან აქციას მართავენ.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელის გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, ხელისუფლებამ დღეს განაცხადა, რომ უღირსი მოსამართლეები არიან ღირსეულები, არაკვალიფიციური მოსამართლეები არიან კომპეტენტურები, არაკეთილსინდისიერი მოსამართლეები არიან კეთილსინდისიერები.

მშვენიერაძის განცხადებით, პროტესტის გარდა მათ სხვა გზა არ დარჩათ.

„ჩვენ დღეს ვნახეთ, რო პარლამენტმა, კომიტეტმა დახუჭა თვალი ყველაფერ იმაზე, რასაც ერთად ვუყურებდით ჩვენც და საზოგადოებაც. მათ თქვეს, რომ უღირსი მოსამართლეები არიან ღირსეულები, არაკვალიფიციური მოსამართლეები არიან კომპეტენტურები, არაკეთილსინდისიერი მოსამართლეები არიან კეთილსინდისიერები და თქვეს, რომ ჩვენ კომიტეტის წევრებს გადაწყვეტილების მიღების დროს გვამოძრავებს არა ის კრიტერიუმები, რაც კანონში წერია, არამედ გვამოძრავებს სხვა ინტერესები. როდესაც ღია გაუმჭვირვალე პროცესით პარლამენტი გვიმტკიცებს, რომ უსინდისოები და სინდისის გარეშე შეუძლიათ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, სხვა არაფერი გვრჩება თუ არა დავდგეთ აქ და მოვითხოვოთ ღირსეული, დიპლომიანი და კვალიფიციური მოსამართლეები. ეს მოსამართლეები იქნებიან უვადო მოსამართლეები, მათ ხელში ვიქნებით ყველანი უვადოდ ჩვენი სოცოცხლის მანძილზე. არ ვაპირებ უსამართლო ქვეყანაში უვადოდ ცხოვრებას“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

„საერთშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წევრის ეკა გიგაურის განცხადებით, დღეს ისინი არიან კრიტიკულ ზღვარზე, რადგან ზუსტად დღეს წყდება ის, თუ რა იქნება ჩვენს უზენაეს სასამართლოში, სადაც ყველამ უნდა ნახოს სამართალი. ეკა გიგაურს ამ მოსამართლეებისგან ეს მოლოდინი არ აქვს.

„ჩვენ მოსახლეობას უნდა ახსოვდეს, რომ დღეს ეს მოსამართლეები დაახლოებით 2045 წლამდე ინიშნებიან, ზოგი მათგანი კიდევ უფრო დიდხანს. ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში ვერ მოვიცილებთ. ვითხოვთ, რომ პარლამენტმა მხარი არ დაუჭიროს ამ სიას. ჩვენ ვითხოვთ, რომ ჩვენმა პარლამენტმა უზრუნველყოს, რომ  საუკეთესო მოსამართლეები გვყავდეს არამხოლოდ უზენაეს სასამართლოში არამედ სასამართლოს სხვა ინსტანციებშიც. დღეს ვართ კრიტიკულ ზღვარზე იმიტომ, რომ ზუსტად დღეს წყდება ის თუ რა იქნება ჩვენს უზენაეს სასამართლოში, სადაც ყველამ უნდა ნახოს სამართალი და ამ მოსამართლეებისგან ეს მოლოდინი მე პირადად არ მაქვს და არც შეიძლება, რომ ვინმეს ჰქონდეს. ესენი არიან მონები, ისინი ემსახურებოდნენ წინა ხელისუფლებას, დღეს ემსახურებიან ამ ხელისუფლებას, და ჩვენ არ უნდა დავუშვათ რომ ისინი არჩეულები იყვნენ უვადოდ,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.


close დახურვა