logo
ENG



ვინ არიან გიორგი გახარიას გუნდის წევრები - სია

29 მაი 202118:44
3 წუთის საკითხავი
 

ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარტია საქართველოსთვის და თავისი გუნდი წარადგინა. აღსანიშნავია, რომ გახარიას პარტიის პოლისტაბჭოში ქართული ოცნების ყოფილი წევრები და სახელმწიფო მოხელეები არიან: 

  • გიორგი ხოჯევანიშვილი - საერთაშორისო სამართლის მაგისტრი, იყო შიდა-ქართლის გუბერნატორი. მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი. 
  • ნათია მეზვრიშვილი - იურისტი. იკავებდა შს მინისტრის მოადგილის, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას. 
  • გიორგი შარაშიძე - ჟურნალ ანტერპრენერის რედაქტორი. 
  • კახაბერ ქემოკლიძე - ყოფილი საჯარო მოხელე. იკავებდა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას. 
  • ანა ბუჩუკური - სამართალმცოდნე. მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.
  • მიხეილ დაუშვილი - კორპორატიული სამართლის სპეციალისტი. იკავებდა ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას. მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი.
  • ბექა ლილუაშვილი - მაკროეკონომისტი. მე-10 მოწვევის პარლლამენტის პარლამენტის წევრი. 
  • რუსუდან თევზაძე - განათლების და კულტურის სფეროს სპეციალისტი.
  • ალექსანდრე მოწერელია - ბიზნესმენი. მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი. 
  • ბერდია სიჭინავა - იურისტი. იყო მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.
  • შალვა კერესელიძე - საჯარო მოხელე, მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი. ასევე, მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი. 
  • კოტე ანანიაშვილი - აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი. მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
  • გიგა ფარულავა - სამართალმცოდნე. იკავებდა ზუგდიდის მერის მოადგილის თანამდებობას.
  • გიორგი გოგუაძე - საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი.

რაც შეეხება პარტიის სხვა წევრებს, ესენი არიან: ლევან დოლიძე, გიორგი აბაშიშვილი [მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსი], ეკატერინე ვეფხვაძე, დავით ფარცვანია, ლაშა მარკოზაშვილი, ტატა ხვედელიანი, გიორგი კიკნაველიძე, საბა ჯიქიძე.

გახარიას პარტიის პრეზენტაცია ექსპოჯორჯიაში გაიმართა და მას 100-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა. 

ექსპრემიერმა გახარიამ თანამდებობა და ქართული ოცნება 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა - მან მიზეზად ნიკა მელიას დაკავების საკითხზე გუნდსა და მას შორის აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტის დატოვებიდან მალევე პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა


close დახურვა