logo
ENG



ვინ არიან პრეზიდენტის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები

26 ოქტ 202111:51
3 წუთის საკითხავი
 

უსთავის მეთორმეტე ციხესთან იქ სადაც მსჯავრდბეული პრეზიდენტი იმყოფება აგრესიული ჯგუფები გამოჩნდნენ. ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან რომ ისინი ქუთაიასიდან ხელისუფლების დავალებით ჩამოიყვანეს. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით მმართველ პარტიას სიძულვილის ენის გამოყენების გარდა უკვე აღარაფერი დარჩენია და არჩევნებამდე 4 დღით ადრე მოძალადეებს უხმო. აქციის მონაწილეები დედაქალაქში რამდენიმე ავტობუსით ჩამოვიდნენ. ე.წ. ძველი ბიჭები, რომლებიც მე-12 დაწესებულებასთან იგინებოდნენ და იმუქრებოდნენ მათთვის არასასურველი ადამიანების "ქვეყნიდან გაყრასაც" ითხოვდნენ“. გავრცელებული ინფორმაციით ადგილზე შეკრებილები მეტადონის პროგრამაში ჩართული პირები არიან. ფორმულამ იმ პირების იდენტიფიცირება მოახდინა ვინც სავარაუდოდ ქართულმა ოცნებამ რუსთავის ციხესთან მოაბილიზა.


close დახურვა