ცესკოს თავმჯდომარე არ გადადგა მაშინ, როცა გადადგომას პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა შეეძლო, როცა ამას ათასობით მოქალაქე მწვავე საპროტესტო აქციებით სთხოვდა. არ გადადგა მაშინ, როცა მასშტაბური მსვლელობა, რუსთაველიდან ცესკომდე მივიდა და აქცია სამართალდამცველებმა წყლის ჭავლით დაშალეს. გადაწერილი, დაუბალანსებელი ოქმები, უარი ოპოზიციის ასობით სარჩელზე - საერთო ჯამში თამარ ჟვანიას მიმართ პრეტენზიები იმდენად მწვავე იყო, რომ სამოქალაქო სექტორის დასკვნით, ცესკო ბოლო წლებში ყველაზე დაბალი ნდობის მქონე ინსტიტუციად ჩამოყალიბდა.
ვინ არის თამარ ჟვანია
30 ივნ 202120:18
3 წუთის საკითხავი