ოსკარის, გრემის და ოქროს გლობუსის დაჯილდოების სტუმრები ლოს-ანჯელესში ჩადიან, რომ მილიონობით თაყვანისმცემელს წითელ ხალიჩაზე რამდენიმეწუთიანი წარდგენით თავი დაამახსოვრონ. მათ სწორი იმიჯის შესარჩევად სტილისტების ჯარი ემსახურება.
ქართველი დიზაინერი, თათა ქართველიშვილი საქართველოს Fashion ამბასადორის ფუნქციას ასრულებს. იგი არაერთხელ გამხდარა ქართველი დიზაინერების გზამკვლევი ლოს-ანჯელესში.
თუ ოდესმე, სადმე ყური მოგიკრავთ, რომ რომელიმე მსოფლიო დონის ვარსკლავმა მოირგო სამოსი წარწერით „დამზადებულია საქართველოში“ - ეს დიდწილად თათას დამსახურებაა. ვინ არის საქართველოს ფეშენ-ამბასადორი ლოს-ანჯელესში - ნახეთ „დროების“ ექსკლუზივი ამერიკიდან.