logo
ENG



ვინ გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე - კანდიდატების ვინაობა ცნობილია

18 ივნ 202014:40
3 წუთის საკითხავი
 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია. 9 მოსამართლიდან 5-მა თავმჯდომარედ მერაბ ტურავას კანდიდატურა წარადგინა, 4-მა კი, ირინა იმერლიშვილის.

უფრო კონკრეტულად, ტურავას კანდიდატურა თავმჯდომარის პოსტზე მოსამართლეებმა: მანანა კობახიძემ, ევა გოცირიძემ, ხვიჩა კიკილაშვილმა, ვასილ როინიშვილმა და თავად მერაბ ტურავამ წარადგინეს.

რაც შეეხება იმერლიშვილის მხარდამჭერებს, ესენი არიან: გიორგი კვერენჩხილაძე, თემურ ტუღუში, თამაზ ცაბუტაშვილი და თავად ირინა იმერლიშვილი.

იმერლიშვილს საკუთარი შანსების შეფასება უჭირს. რაც შეეხება მის პოზიციას კონკურენტთან დაკავშირებით, ის აცხადებს, რომ ტურავა კარგი იურისტია, თუმცა თავმჯდომარის პოსტზე მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. 

სასამართლოსთვისაც უკეთესია, როდესაც არსებობს არჩევანის თავისუფლება, ალტერნატივები და ჩვენი სასამართლო სხვა სასამართლოებისგან გამოირჩევა თავისი განსხვავებული აზრებით. ჩემი კოლეგაა მერაბ ტურავა, კარგი იურისტია, თუმცა ამ შემთხვევაში მხოლოდ იურისტობა არ არის თავმჯდომარეობისთვის საკმარისი პირობა. მგონია, რომ ამ შემთხვევაში მეტად გადამწყვეტია თავმჯდომარის საორგანიზაციო თვისებები. ვფიქრობ, საორგანიზაციო მხარე მე უკეთესად შემიძლია“, - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტი მიიღებს. საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრა სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გაიმართება.


close დახურვა