„ქართული ოცნების“ ოფისში, უმრავლესობის წარმომადგენლები იკრიბებიან. უკვე ადგილზე არიან პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატი გია ვოლსკი. ისინი უკანა შესასვლელიდან შევიდნენ ოფისში, შესაბამისად, მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
როგორც ცნობილია, შეხვედრაზე საუბარი საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილებას შეეხება. განახელბული ინფორმაციით, ვიცე-სპიკერი პოსტზე თამარ ჩუგოშვილი შესაძლოა, გია ვოლსკიმ შეცვალოს.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს სავარაუდოდ, ირაკლი ბერაია დაიკავებს, რომელიც ადასტურებს შემოთავაზებას. ასევე ცნობილია, რომ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე რომან კაკულია გადაინაცვლებს.