თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნებსი“ საპარლამენტო სიის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ყველას ექნება საშუალება, მედიის საშუალებით შეიტყოს სიახლეები - მისივე თქმით, ის არჩეული მერია და საკუთარი ვალდებულებების შესრულებაზეა ორიენტირებული.
„საკუთარ თავზე ვილაპარაკებ. მე ვარ დედაქალაქის მერი, მოსახლეობის უმრავლესობამ 2017 წელს ამირჩია და მაქვს პასუხისმგებლობა. ვინ იქნება სიის პირველი ნომერი, ვინ იქნებიან წევრები, მაჟორიტარობის კანდიდატები, გაიგებს სრულიად საქართველო, ყველა იმ ადამიანთან დაკავშირებით გექნებათ ინფორმაცია", - განაცხადა კახა კალაძემ.