logo
ENG



ვინ ჩარიცხა კოვიდ 19-ის ფონდში 100 მილიონი, ზუსტი ინფორმაცია ამ დრომდე უცნობია

11 აპრ 202020:18
3 წუთის საკითხავი
 
0mtwki2n0bgs3gw.jpg

ვინ ჩარიცხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში 100 მილიონი ლარი - „ნაციონალური მოძრაობა“ ბიძინა ივანიშვილისგან ამ ფულის წყაროს გასაჯაროებას ითხოვს.

პარტიაში ამტკიცებენ, რომ ადგილი ჰქონდა ბიზნესის რეკეტს და ფულის გადარიცხვა რამდენიმე გადამზიდავ კომპანიას აიძულეს. სქემის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, მურთაზ ზოდელავამ გამოაქვეყნა, რასაც პროკურატურიდან სატელეფონო ზარიც მოჰყვა.

გამოძიებას მის მიმართ კითხვები 13 წლის წინანდელ საქმესთან დაკავშირებით გაუჩნდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს და ყოფილ გენერალურ პროკურორს პროკურატურიდან მას შემდეგ დაუკავშირდნენ, რაც მან საჯაროდ განაცხადა, რომ ვირუსთან  ბრძოლის ფონდში, ბიძინა ივანიშვილის მიერ გადარიცხული 100 მილიონი ლარი, შესაძლოა თაღლითური გზით, ოფშორებში გათეთრებული ოლიგარქის წილი იყოს.


close დახურვა