logo
ENG



ვინც იპოდრომზე იდგა, ყველა იყო საქონელი - ზვიად კვირიკაძე გაბედეს აქციაზე

05 დეკ 201915:40
3 წუთის საკითხავი
 
ro6dzvq9jgxaasa.jpg

„ვინც იპოდრომზე იდგა, ყველა იყო საქონელი“, - ასე მოიხსენია აქციის მონაწილეები უმრავლესობის დეპუტატ სოფიო კილაძის ოფისთან მისულ „გაბედეს“ წევრებთან დაპირისპირებულმა პირმა ზვიად კვირიკაძემ.

ის აქციის მონაწილეებს მოუწოდებს დატოვოს ოფისის მიმდებარე ტერიტორია და პროტესტი მთავრობის სახლთან გამოხატონ.

„ცალ-ცალკე დეპუტატებთან მისვლით საქმე არ კეთდება, მიდით ცენტრალურ ოფისში მასთან, ვინც ის კომიტეტში მოავლინა. მიდით მთავრობის სახლთან. იპოდრომზე სამასიათასი კაცი არ იდგა, იმიტომ რომ იპოდრომზე იდგა და იმიტომ რომ საქონელი იდგა. იპოდრომზე ამყარებდნენ წესრიგს?! ნებისმიერი, ვინც არასწორ კვალიფიკაციას აძლევს, საქონელია. სააკაშვილს ებრძოდნენ იპოდრომზე?! პროტესტი არ იყო იპოდრომზე აქციის მოწყობა“, - განაცხადა ზვიად კვირიკაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ არის ის, კვირიკაძე პასუხობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია, რომელიც ყველა ხელისუფლების მიერ იდევნება. 

"ერთ-ერთი არასამთავრობოს ხელმძღვანელი ვარ, რომელიც ყველა მთავრობისგან იდევნება. 8 ბრალი მაქვს წაყენებული და 10 წლიანი პატიმრობა მემუქრება. პირად საქმეზე ვიყავი აქ და შევნიშნე ამათი თავხედობა", - აცხადებს ის.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა "გაბედეს" წევრები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელთან განმარტების მოსასმენად მივიდნენ. აქციის მონაწილეებს აინტერესებთ, რატომ არ გააკეთა მან არანაირი განცხადება ახალგაზრდების დარბევის ფაქტზე. 

დეპუტატმა აქციის მიინაწილეებს, პარლამენტიდან უპასუხა.

                                                                                                                      


close დახურვა