logo
ENG



ვინც ცვლილებებს კრიმინალური ქეისების გამო ხმა არ მისცა, თავს ვერ გაიმართლებს - გახარია

29 ივნ 202015:17
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობის არ მიღების გამო გააკრიტიკა. 

როგორც გახარიამ აღნიშნა, ოპოზიციამ ბოიკოტი "კრიმინალური ქეისების" დასახელებით გაამართლა. გახარიამ ოპოზიცია ვიწროპოლიტიკური ინტერესების გატარებაში და ეგოიზმში დაადანაშაულა. 

"ვინც გარკვეული, ვიწროპოლიტიკური, ეგოისტური ინტერესებიდან გამომდინარე ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ხმა არ მისცა და ამას ამართლებს რაღაც გაურკვეველი, კრიმინალური „ქეისებით“, ეს თავის გამართლება უბრალოდ არ იმუშავებს თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე“, - განაცხადა გახარიამ. 

ამასთან, პრემიერი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მმართველი გუნდის ნება და დამსახურებაა

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება - პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დღეს, 29 ივნისს, მიიღო.

"ქართული ოცნება" შეთანხმების მეორე ნაწილის არსებობას დღემდე უარყოფს, თუმცა, ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა უკვე შეიწყალა უგულავა და ოქრუაშვილი. 

ამ დრომდე მმართველ გუნდს არა ერთმა სენატორმა, ევროპარლამენტარმა და კონგრესმენმა მოუწოდა, რომ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა გაათავისუფლონ საპატიმროდან. 


close დახურვა