logo
ENG



ვინც წავა ამ ფილმზე, შეიძენს მის თვისებებს - მამაოები ფილმზე და ჩვენ ვიცეკვეთ

06 ნოე 201913:06
3 წუთის საკითხავი
 
esglxqgqtstralh.jpeg

სასულიერო პირები მშობლებს მოუწოდებენ არ გაუშვან შვილები ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებაზე. მათი თქმით, ეს არის გარყვნილების პროპაგანდა. შესაბამისად ფილმის ჩვენების საწინააღმდეგოდ დაგეგმილი  აქციები არის კარგი და თავადაც აპირებენ მონაწილეობის მიღებას საპროტესტო გამოსვლებში. მამაოები მედიას და მთავრობასაც მოუწოდწბენ ხელი არ შეუწყონ გარყვინილებას.

"ამ ფილმის მიზანია, რომ ადამიანებში დანერგოს, ერთსქესიანებში დანერგოს ერთმანეთისადმი ლტოლვა და წარმოაჩინოს, რომ ეს ნორმალურია. ესაა მამათმავლობისკენ მოწოდება. საშიშია ამ ფილმის ჩვენება, რადგან წმინდა პეტრე დამასკელი ამბობს, რომ ადამიანი რა სიტყვაშიც განისწავლება, იმ სიტყვებს იძენს. ამას ამბობს წიგნზე. გაცილებით უფრო ძლიერად მოქმედებს ფილმები. ახალგაზრდა იქნება თუ დიდი, როცა უყურებს ამ ფილმს, აუცილებლად შეიძენს ამ ფილმის თვისებებს. უეჭველად გადაიხრება ამ ავადმყოფური ცხოვრების წესისკენ, ამიტომ ჩვენ თხოვნაა მთავრობისადმი და ტელევიზიებისადმი, რომ ხელი არ შეუწყონ ამ ფილმის ჩვენებას. არ მიიღონ ამ ცოდვის გაგრძლებაში მონაწილეობაში.

როგორც თელეთის ხარების ტაძრის დეკანოზი მამა ბასილი იაშაღაშვილი განამრტავს, ადამიანი, რომელიც მამათმავლობისადმი თანაგრძნობას გამოხატავს, ჯოჯოხეთში მოხვდება. 

"ჩვენ სახეზე გვაქვს უკვე ერი, რომელიც გადაგვარების გზაზე დგას და თანაგრძნობითაა განწყობილი ამ გადაგვარებისადმი. ესენი არიან დაღუპვის გზაზე მდგომი ბავშვები. გარდა იმისა, რომ ასეთი ახალგაზრდები ამქვეყნიურად იქნებიან არასრულფასოვანი წევრები, არამედ ასეთი ადამიანი მიდის ჯოჯოხეთში. ამიტომ ვიბძრვით ამ ცოდვის წინააღმდეგ. ჩემი აზრით, კარგია რომ საზოგადოება გამოვიდეს და პროტესტი გამოქთვას. მოდუნებული არ უნდა იყოს საზოგადოება. აქციის მოწყობაც კარგი იქნება. დადგნენ კინოთეატრების წინ და პროტესტი გამოთქვან. მეც მივალ და ვიტყვი, რომ არ გავიდეს ეს ფილმი. ასევე მშობლებსაც მოვუწოდებ, თუ ნორმალური, ჯანსაღი ფსიქიკის შვილები უნდათ ჰყავდნენ, უნდა მოერიდონ შვილების გაშვებას, ვინც კი წავა ამ ფილმზე, შეიძენს ამ ფილმის თვისებებს​​",- განაცხადა მამა ბასილიმ. 

ქეთევან წამებულის ტაძრის დეკანოზი მამა ლევან ანთაძე კი განმარტავს, რომ მამაოების ზოგადად მსგავსი ფილმების წინააღმდეგ გამოდიან. 

"პირველ რიგში, არ ფილმში წახალისებული ეს ცოდვა. უარყოფითიდაც რომ იყოს გამოყვანილი, მაინც ირიბად იქნებოდა გამოხატული პროპაგანდის. წმინდა წერილი ამ ცოდვას უწოდებს სისაძაგლეს. წინასწარ დაგეგმილად, რომ ვინმემ რამე კანონსაწინააღმდეგო ჩაიდინოს, არავინ გეგმავს. არ ვეთანხმები პოლიციას ძალადობით შევეწინააღმდეგოთ, მაგრამ გამოხატვის ის ფორმა, რომ გავამხნევოთ ის ადამიანები, ვინც პროტესტს გამოთქვამს, ნორმალურია. თუ ვინმე თავისი შინაგანი რწმენის შესაბამასიდ იმოქმედებს კანონსაწინააღმდეგოდ, რიგ შემთხვევაში შესაძლოა ვაჟკაცობაშიც ჩავუთვალო, მაგრამ ეს არაა მოწოდება რომ ყველამ ასე ვიმოქმედოთ. ამ აქციას არ გეგმავს საპატრიარქო და არც ჩვენ მივალთ აქციაზე",- აცხადებს დეკანოზი ლევანი. 

ფილმის ჩვენების საწინააღმდეგოდ გაკეთებული განმარტებების პარალელურად ჟურნალისტებმა მამაოებს საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებზეც ჰკითხეს. მამა ლევანმა თქმით, მამათმავლობის ფაქტები თუ დადასტურდა, პროტესტი იქნება უფრო დიდი. 

"რომ აღმოჩნდეს ასეთი საკითხი და გაცხადდეს, იქ უფრო აღმატებულად გამოვხატავთ პროტესტს. საეკლესიო სამართლით ამ ცოდვის წინააღმდეგ უნდა იმოქმედოს ეკლესიამ და იმოქმედებს კიდეც. ერთმნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ეს ცილისწამებაა",- აცხადებს მამა ლევანი. 


close დახურვა