ვირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენის შემდეგ ჩინეთის ქალაქ უჰანში ყველა მოქალაქის ტესტირება იგეგმება. გეგმის თანახმად, 11 მილიონი ადამიანის შემოწმება მომდევნო 10 დღის განმავლობაში უნდა მოხდეს.
უჰანში, საიდანაც ვირუსი პირველად გავრცელდა, ბოლო რამდენიმე დღეში კოვიდ 19 ექვს ადამიანს დაუდასტურდა. მანამდე კი, აპრილის დასაწყისიდან ქალაქში ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. 11 კვირიანი კარანტინის შემდეგ, უჰანში ზომების შემსუბუქება 8 აპრილიდან დაიწყეს.