თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება შემდეგ მისამართებს:
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ხუდადოვის, სამღერეთის, ზაქარაიას და ინტერნატის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ცაცხვების, ინტენსიფიკაციის და ავთო ვარაზის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით ბაქრაძის და ვანის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე მელიქიშვილის გამზირის, კოსტავას, იაკობ ნიკოლაძის, როდენის, ქუჩიშვილის და ღამბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.