logo
ENG



ვის გაეთიშება დღეს დენი

02 თებ 202409:08
3 წუთის საკითხავი
 
ვის გაეთიშება დღეს დენი

თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

შეზღუდვა შეეხება შემდეგ მისამართებს: 

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), კუპრაძის, ნაზი შამანაურის, სესილია თაყაიშვილის, დავით ჯავრიშვილის და ალექსანდრე წულუკიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭყონდიდელის და ზესტაფონის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I, III, IV, V კვარტლის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ) და ევგენი მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ზემო ვეძისის დასახლების (ნაწილობრივ), ქვემო ვეძისის დასახლების (ნაწილობრივ), ტაშკენტის, გაბრიელ ისაკაძის, მგალობლიშვილის, ცხინვალის, ვაზისუბნის, იმედაშვილის, აბაშიძის, კანდელაკის, ოდესის, ოჩამჩირის, ყუშიტაშვილის, ჩერქეზიშვილის, გელოვანის, დავითაშვილის, ზოვრეთის, სოკრატ არშბას, ფანჯიკიძის, ლევანდოვსკის, სახოკიას, წულუკიძის, ონიაშვილის, ავქსენტი ნაჭყებიას, არდაზიანის, ბაჩანა ბრეგვაძის, ვოლოდარსკის, ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, ირაკლი გამყრელიძის, ლვოვის, ლუქსემბურგის, ილია ოდიშელიძის, იოსებ ბაქრაძის, ოსეთის, გურამ ფანჯიკიძის, ბუდაპეშტის, იოსებიძის, შარტავას, აკაკი გახოკიძის, გოთუას, კანდელაკის, გაგარინის, ვიტალი დარასელიას და ანაგის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ვეძისის დასახლების (ნაწილობრივ) და გოთუას ქუჩის მოსახლეობას.

 


close დახურვა