თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება შემდეგ მისამართებს:
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მეფე მირიანის, პეტრიწის, მარკო პოლოს, დავით ბატონიშვილის და არქანჯელო ლამბერტის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წავკისის, ამაღლების, ბოლო აღმართის, ოქროყანის და ავთანდილის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ჯავახეთის, საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა და კახნიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის, იუმაშევის, სუხიშვილის და ევროპის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის VII მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გოგიაშვილის, ქერჩის, ბორჩალოელის, თეიმურაზ ბატონიშვილის, ხიზანიშვილის, კობახიძის და თეთრი ტბის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ევროპის მოედნის, ღვინის აღმართის, რუისის, ჯორბენაძის, მეტეხის, ფერიცვალების, ჩეხოვის, ისნის და დედოფლისწყაროს ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), სანაპიროს, ცაბაძის, ბათუმის, მაიაკოვსკის, თევდორე მღვდლის, ფიფიების, გორის, ვორონინის, ევდოშვილის, ბაგრატიონის, ფოთის, ზუგდიდის და სოხუმის ქუჩების მოსახლეობას.