თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება შემდეგ მისამართებს:
ისნის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), კობარეთის, აწყურის, ლეხ კაჩინსკის, უბილავას, ვაჟა ივერიელის, წინანდლის, ნოსირის, ახმეტის, კასპის, ავლიპ ზურაბიშვილის, თელავის, ხახანაშვილის და დოესის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, კასპის, ვაჟა ივერიელის და წინანდლის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, აბასთუმანის, თევდორე მღვდლის, ცაბაძის, ჩუბინაშვილის, გოგოლის, კონსტიტუციის, ნინოშვილის და გოგი დოლიძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო დასახლების, ხევძმარის, შეშელიძის, ალეკო გობრონიძის, მარკ ბრონშტეინის, რამაზ შენგელიას და ონის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, ბეთლემის, კოტე აფხაზის, შოთა ნიშნიანიძის, სამღებროს, შარდენის, ჰოვანეს თუმანიანის და ორპირის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე მელიქიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ქუჩიშვილის, კოსტავას, ღამბაშიძის, იაკობ ნიკოლაძის და როდენის ქუჩების მოსახლეობას.