logo
ENG



ვის უჭერენ მხარს თბილისის მერობის არჩევნებზე — Edison Research-ის კვლევა

27 სექ 202121:04
3 წუთის საკითხავი
 

Edison Research-ის კვლევის შედეგებით, კითხვაზე, თბილისის მერის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? კანდიდატების მიმართ მხარდაჭერა ასე განაწილდა:

  • კახა კალაძე - 43%;
  • ნიკა მელია - 30%;
  • გიორგი გახარია - 12%;
  • ანა დოლიძე - 6%;
  • ანა ბიბილაშვილი - 3%;
  • სხვა - 6%

კვლევის საველე სამუშაოები 12 სექტემბრიდან - 25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. 

გამოიკითხა 1500 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.

გამოიკითხა 18 წელს გადაცილებული ხმის მიცემის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები. კვლევის ცდომილების ფარგლები +/-3% 95%-იანი სანდოობის დონისთვის. 


close დახურვა