logo
ENG



ვის შეიძლება დაუმძიმდეს ბრალი შაქარაშვილის საქმეში - ექსპერტიზის დასკვნა

10 ივლ 202020:05
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი შაქარაშვილი მოკლეს - მკვლელი კი ისევ დაუდგენელია. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი ამბობს, რომ 19 წლის სპორტსმენს მცხეთის გზაზე ჯერ კიდევ ცოცხალს მრავლობითი დაზიანება მიაყენეს, მდინარეში ჩააგდეს, სადაც დაახრჩვეს ან დაიხრჩო.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. 

ექსპერტიზის დასკვნით, შაქარაშვილს მრავლობითი დაზიანება აქვს თავის, სახის, ზედა და ქვედა კიდურების არეში. თუმცა ფიზიკური დაზიანებები სიკვდილის გამომწვევი არაა.

ასფიქსია წყალში დახრჩობით - გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ესაა, მაგრამ პროკურატურა არ ამბობს, როგორ აღმოჩნდა მდინარეში შაქარაშვილი. ოჯახის კატეგორიული პოზიციაა ყველა დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს.

გიორგი შაქარაშვილის შესაძლო მკვლელობის საქმეზე ექსპერტიზის პასუხები დღეს გახდა ცნობილი.


close დახურვა