logo
ENG



ვისაც გადაადგილება არ შეუძლია, ვაქცინაცია სახლში ჩაუტარდება

18 აგვ 202110:39
3 წუთის საკითხავი
 
ვისაც გადაადგილება არ შეუძლია, ვაქცინაცია სახლში ჩაუტარდება

იმ პირებს, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბინაზე ჩაუტარდებათ. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ვაქცინაციის სერვისის ბინაზე მისაღებად მოქალაქემ უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე - 1522.

სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ ვაქცინის დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით, მობილური ჯგუფები გამოძახებაზე პერიოდულად, მოთხოვნილი ვაქცინის მიხედვით გადიან.

18 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 857 056 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 251 447 ადამიანი. 17 აგვისტოს აიცრა 25 241 პირი.


close დახურვა