კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, კიევის ოლქში ტყის ხანძარი გაჩნდა.
მისი განცხადებით, ივანოვსკის რაიონში, სოფელ როზვაჟევთან 1 ჰექტარი ფართობი იწვის.
ასევე, მისი თქმით, ტყე იწვის ჩერნობილის ზონაში, სოფელ დიტიატკისთან.
მუშაობენ მეხანძრე-მაშველები, ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ჩართულია სპეციალური ტექნიკა.
ვიტალი კლიჩკო მოქალაქეებს მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, დახურონ ფანჯრები და არ გამოვიდნენ ქუჩებში.