logo
ENG



ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმის განხილვა გადაიდო

17 ოქტ 201908:27
3 წუთის საკითხავი
 
2f245qxttlur1xu.png

ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაიდო. მიზეზი ერთ-ერთი მსჯავრდებულის, ავთანდილ კანდელაკიშვილის ადვოკატის სასამართლო სხდომაზე არგამოცხადება გახდა.

25 წლის უფლებადამცველი 2018 წლის 30 სექტემბერს, დიუმას ქუჩაზე კაფე-ბართან მოკლეს. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ საფაროვი ეთნიკურ ნიადაგზე განზრახ, ჯგუფურად მოკლეს. დაცვის მხარე კი ცდილობს დაამტკიცოს, რომ მკვლელობას ეთნიკური მოტივი არ ჰქონია. მოკლულის ოჯახი ითხოვს, რომ სააპელაციო სასამართლომ მათი სარჩელი დააკმაყოფილოს და მკვლელობაში მსჯავრდებულებს დანაშაული სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობად განესაზღვროთ.


close დახურვა