logo
ENG



ვიქტორ ორბანი მოსკოვში გორბაჩოვის გასვენებაში ჩავიდა

03 სექ 202214:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/03/hls6z961o7mouzg.jpg

უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში საბჭოთა კავშირის ბოლო ლიდერის, მიხეილ გორბაჩოვის გასვენებაში ჩავიდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ვიზიტის დროს ორბანისა და პუტინის შეხვედრა დაგეგმილი არაა.

"რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ის მხოლოდ გორბაჩოვთან გამოსამშვიდობებლად ჩამოვა. შეხვედრის სურვილი არ ყოფილა", - თქვა კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

უკრაინაში ომის დაწყებამდე ორბანს პუტინთან მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, უნგრეთი კი ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც კონფლიქტის დაწყების შემდეგ რუსეთიდან გაზის მოწოდება გაზარდა.

გორბაჩოვი 91 წლის ასაკში 30 აგვისტოს გარდაიცვალა. მას მოსკოვში ცოლის, რაისა გორბაჩოვას გვერდით დაკრძალავენ.

რუსეთის პრეზიდენტი გასვენებას არ დაესწრება, რაც კრემლში "დატვირთული" გრაფიკით ახსნეს.

დასავლელი ლიდერების განცხადებით, გორბაჩობის გასვენებაში წარმომადგენლებს არ გააგზავნიან.


close დახურვა