logo
ENG



ვიქტორ ჯაფარიძე: ტყვიებს ნუ გვესვრიან და კულტურულ ღონისძიებებს თუ გააკეთებენ რა მოხდა

29 ნოე 201917:30
3 წუთის საკითხავი
 
8hg1fwyyftsw0le.jpg

რუსი დიპლომატის გრიგორი კარასინის განცხადებას საქართველოში რუსული ენისა და კულტურის ცენტის გახსნასთან დაკავშირებით ქართველი პოლიტიკოსები აფასებენ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის გაურკვეველია აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე კი მსგავსი ცენტრის გახსნაში ცუდს ვერაფერს ხედავს. 

როგორც ჟურნალისტებს „შენების მოძრაობის“ დამფუძნებელმა დავით უსუფაშვილმა განუცხადა, ენის სწავლება არა რუსეთის, არამედ განათლების სამინისტროს საქმეა.

„რაც მეტი ენა იცის ადამიანმა მით უკეთესი, მაგრამ მგონი, რუსულ ენას ქართული საგანმანათლებლო სისტემას სთავაზობს მოქალაქეებს და არ მგონია, ამაში რუსეთის მოხმარება გვჭირდებოდეს. ეს არა რუსეთის, არამედ საქართველოს განათლების სამინისტროს საქმეა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ მთავარია რუსებმა ტყვიები არ ისროლონ.

„კარასინმა რა თქვა, მე რავიცი. ტყვიებს ნუ გვესვრიან და კულტურულ ღონისძიებებს თუ გააკეთებენ, მერე რა მოხდა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსი დიპლომატის, გრიგორი კარასინის განცხადებით, დეკემბრის შუა რიცხვებში თბილისში, რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება.


close დახურვა