logo
ENG



ვიცე-მერის თქმით, მეტროსადგური გოცირიძე დაახლოებით ერთ კვირაში გაიხსნება

15 მარ 202316:45
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/15/dcgb4u4rg30gnzb.jpg
გვანცა ნემსაძე/ RFE/RL

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის ცნობით, მეტროსადგური "გოცირიძე" დაახლოებით ერთ კვირაში გაიხსნება. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ხმალაძის თქმით, მეტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღების ეტაპზეა, საჭირო პროცედურები დაახლოებით 1 კვირაში დასრულდება და სადგური გაიხსნება.

"ექსპლუატაციაში მიღების ეტაპზე ვართ, დღეს ვიღებთ საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან დასკვნას, სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელიც გადაიგზავნება ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო და ზედამხედველობის ინსპექციაში. ჩემი ვარაუდით, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ექსპლუატაციაში უნდა მივიღოთ და გავხსნათ გოცირიძის მეტრო" – განაცხადა ხმალაძემ.

მეტროსადგური გოცირიძე 2020 წლის ზაფხულში სარემონტო სამუშაოების გამო დაიხურა. 


close დახურვა