logo
ENG



ვლადიმერ ახალკაცმა და ლაშა ბექაურმა ძიუდოს ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს

19 ოქტ 201911:18
3 წუთის საკითხავი
 
iy7iuqh7g7rgo87.jpg

ქართველი სპორტსმენებისთვის ძიუდოს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღე წარმატებული გამოდგა. მაროკოს ქალაქ მარაკეშში მიმდინარე ტურნირზე, ვლადიმერ ახალკაცმა და ლაშა ბექაურმა ოქროს მედლები მოიპოვეს, ტატო გრიგალაშვილი კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ახალკაცი ფინალში ზედიზედ 5 გამარჯვების წყალობით გავიდა და გადამწყვეტ დაპირისპირებაში რუსეთის ნაკრების წევრი, დავიდ კარაპეტიანი დაამარცხა. რაც შეეხება ლაშა ბექაურს, ქართველმა ძიუდოისტმა ყველა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო, ფინალში უნგრელ როლანდ გოზს იპონით აჯობა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ქალთა შორის ჩემპიონის ტიტულს ეთერ ლიპარტელიანი დაეუფლა, ჯამში კი ქართული დელეგაციის ანგარიშზე ოქროს 3 და ბრინჯაოს 1 მედალია.


close დახურვა