logo
ENG



ვლადიმერ ვაისი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას ტოვებს

13 ნოე 202000:40
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/13/or5xwtxeo3cz7u8.jpg

ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი თანამდებობას ტოვებს.

ამის შესახებ ვაისმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ სომხეთისა და ესტონეთის ნაკრებებთან შეხვედრის შემდეგ, გუნდიდან წავა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის ფლეი ოფის ფინალურ მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა. შედეგად, ნაკრებმა 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება ვერ შეძლო.


close დახურვა