logo
ENG



ვლადიმერ პოზნერის ვიზიტის პარალელურად აქტივისტები აქციას მართავენ

31 მარ 202121:26
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/31/zslh3eonkbqhu6f.png

კაფე სტამბასთან აქტივისტები იკრიბებიან. ისინი საქართველოში რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერის ჩამოსვლას აპროტესტებენ. 

პოზნერმა და მისმა თანხმლებმა ადამიანებმა სტამბის მიმდებარე ტერიტორია ავტობუსის მეშვეობით დატოვეს. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. აქტივისტები აპირებენ, რომ ავტობუსს გაყვნენ და აპირებენ შეახსენონ პოზნერს, რომ "აფხაზეთი საქართველოა".

რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი თბილისში დღეს, 31 მარტს ჩამოვიდა. 

მასთან ერთად მოსკოვიდან თბილისში აირზენას ჩარტერული რეისით შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, სულ 50 ადამიანი.

ვლადიმირ პოზნერს ხვალ, 1-ლ აპრილს დაბადების დღე აქვს. 

მას ეკუთვნის გამონათქვამი: "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი". 

ვლადიმერ პოზნერი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტია. ის წლების განმავლობაში ამართლებდა საბჭოთა კავშირის, შემდგომში კი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.  


close დახურვა