logo
ENG



ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ ვლადისლავ სურკოვმა საჯარო სამსახური დატოვა

25 იან 202013:55
3 წუთის საკითხავი
 
ri4fi3t8u1ovpol.jpg

ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ ვლადისლავ სურკოვმა საჯარო სამსახური დატოვა. რუსეთის ლიდერის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სურკოვის გადადგომის შესახებ პრეზიდენტის დადგენილება ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა, გავრცელებული ცნობით, პუტინის თანაშემწემ პოსტი უკრაინის მიმართ რუსეთის პოლიტიკური კურსის შეცვლის გამო დატოვა.

გადაწყვეტილების მიზეზებსა და სამოქმედო გეგმებზე საუბარს სურკოვი ერთ თვეში დაიწყებს. ის ვლადიმერ პუტინის თანაშემწე 2013 წელს გახდა. სურკოვი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ურთიერთობას კურირებდა. ის ოკუპირებულ სოხუმში რამდენიმე კვირის წინაც იმყოფებოდა. 


close დახურვა