logo
ENG



ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერს კორონავირუსი დაუდასტურდა

12 მაი 202016:34
3 წუთის საკითხავი
 
orl5ptw8ebd4k1j.jpg

ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერს დიმიტრი პესკოვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია RIA ავრცელებს. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი ადასტურებს, რომ მას მოსკოვის კლინიკაში მკურნალობენ.

პესკოვი რუსეთის ხელისუფლების პირველი წარმომადგენელი არ არის, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული. ​30 აპრილს რუსეთის პრემიერ მინისტრს მიხაილ მიშუსტინს COVID 19 დაუდასტურდა. 

1 მაისს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მშენებლობის მინისტრს ვლადიმერ იაკუშევსაც აქვს კორონავირუსი, ხოლო 6 მაისს რუსეთის კულტურის მინისტრმა ოლგა ლიუბიმოვამ შეიტყო დაინფიცირების შესახებ.

ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების 232 243 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გამოჯანმრთელებულია 43 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 2116 ადამიანი.


close დახურვა