logo
ENG



ვლადიმირ ბუკოვსკი გარდაიცვალა

28 ოქტ 201915:58
3 წუთის საკითხავი
 
t68woyhnxy7rdsi.jpg

ცნობილი საბჭოთა დისიდენტი ვლადიმერ ბუკოვსკი 76 წლის ასაკში საკუთარ სახლში გარდაიცვალა. როგორც მისი ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, ბუკოვსკი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ცუდად გრძნობდა თავს და გარდაცვალება გულის გაჩერებამ გამოიწვია. 

საბჭოთა კავშირის პერიოდში ბუკოვსკი ორჯერ იყო დაპატიმრებული - აქედან ერთხელ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობაც ჰქონდა მისჯილი. 1978 წელს ის ბრიტანელ ჯარისკაცში გაცვალეს. მას შემდეგ პუბლიცისტი რუსეთს მხოლოდ ერთხელ ეწვია - სსრკ-ის დაშლის შემდეგ.

2014 წელს ვლადიმერ ბუკოვსკის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყო -  ბრიტანელი სამართალდამცავი სტრუქტურები მას ბავშვების პორნოგრაფიის ჩამოტვირთვასა და შენახვას ედავებოდნენ. თუმცა დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს. გამოძიება 2018 წელს შეწყდა ბუკოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო.


close დახურვა