logo
ENG



ვნახოთ ვისი აჯობებს - გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს პასუხობს

25 ნოე 201911:52
3 წუთის საკითხავი
 
dj5grc3ed7jz9bw.jpg

 

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე თბილისი მერის, კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ მიიღებს უფრო განგრძობად პროტესტს.

„ეს არის მათთვის დასასრულის დასაწყისი. ჩვენ, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ვაიძულებთ მათ, რომ გაუწიონ ანგარიში ხალხს და შეიცვლება საარჩევნო სისტემა. ვნახოთ ვისი აჯობებს. ჩვენ მეტნი ვართ ყოველდღიურად და ისინი მარტო რჩებიან. კალაზე არის ამრტო... პასუხად მიიღებს კიდევ უფრო განგრძობად მშვიდობიან პროცესს“, - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძემ გუნდის გადაწყვეტილება გააჟღერა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2020-ის არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება და ისევ შერეული სისტემით ჩატარდება.

რაც შეეხება, მაჟორიტარულ ოლქებში "ოცნების" კანდიდატის არდაყენებას, ვაშაძე აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნებისგან" მოწყალება არავის სჭირდება.  

"თქვენთვის შეინახეთ თქვენი მოწყალება, გულმოწყალე ადამიანი მანდ გყავთ და მოწყალება გადაუგდეთ თქვენს თავს", - აცხადებს ვაშაძე.

 

 

 


close დახურვა