უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური, სერგეი ვოლინა ილონ მასკს სთხოვს, ჯარისკაცებს აზოვსტალიდან მესამე ქვეყანაში გადაყვანაში დაეხმაროს.
მან ტვიტერის ანგარიში შექმნა იმისთვის, რომ მასკს ხმა მიაწვდინოს.
"ისინი ამბობენ, რომ თქვენ სხვა პლანეტიდან ხართ ტელეპორტირებული, რათა ადამიანები შეუძლებლის შესაძლებლობაში დაარწმუნოთ.
ჩვენი პლანეტები გვერდიგვერდ არსებობენ, ვინაიდან მე ვარ იმ ადგილას, სადაც გადარჩენა თითქმის შეუძლებელია.
დაგევხმარეთ აზოვსტალიდან მესამე ქვეყანაში გადასვლაში. თუ არა თქვენ, სხვა ვინ?
მე მივმართავ ყველა ადამიანს დედამიწაზე, დაეხმარონ ილონ მასკს, ნახონ ჩემი მიმართვა. მან თქვა, რომ მისი მისია იყო, ადამიანი შეუძლებლის შესაძლებლობაში დაერწმუნებინა. დაამტკიცა, რომ მისთვის არ არსებობს გადაუჭრელი ამოცანები, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ის არასდროს ნებდება.
ჩვენ სუპერადამიანის დახმარება გვჭირდება". - წერს ვოლინა.
@elonmusk people say you come from another planet to teach people to believe in the impossible.
Our planets are next to each other, as I live where it is nearly impossible to survive.
Help us get out of Azovstal to a mediating country. If not you, then who? Give me a hint.