უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ირლანდიას ეწვია. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სახელმწიფოს მეთაური ირლანდიაში, შენონის აეროპორტში დღეს ჩაფრინდა, სადაც მან სუდანის რესპუბლიკის სუვერენული საბჭოს თავმჯდომარესთან, აბდელ ფატაჰ ალ-ბურგანთან არაოფიციალური შეხვედრა გამართა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სუდანს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
"თანამოსაუბრეებმა განიხილეს უსაფრთხოების საერთო გამოწვევები, კერძოდ, რუსეთის მიერ დაფინანსებული უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების საქმიანობა", - ნათქვამია განცხადებაში.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს დარჩება სახელმწიფოს მეთაური ირლანდიაში, ან რა არის მისი სამომავლო გეგმები.