logo
ENG



ვოლოდიმირ ზელენსკი ორშაბათს სტარმერს, მაკრონს და მერცს შეხვდება

06 დეკ 202517:50
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/06/oa5xunpk27vaw02.png

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ორშაბათს ლონდონს ეწვევა და მოლაპარაკებებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან გამართავს. შეხვედრის მთავარი თემა იქნება აშშ-სა და უკრაინის ოფიციალურ პირებს შორის მიმდინარე კონსულტაციები, რომლებიც უკრაინის ომისშემდგომი უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმების მიღწევას ისახავს მიზნად.

გუშინ, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებმა, რომლებიც ფლორიდაში მოლაპარაკებებს მართავენ, განაცხადეს, რომ პროგრესი მშვიდობის შეთანხმებისკენ „რუსეთის მზადყოფნაზეა“ დამოკიდებული - აჩვენოს სერიოზული მზადყოფნა გრძელვადიანი მშვიდობის მიმართ.

ამავდროულად, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კიევს ამერიკული მხარდაჭერით შემუშავებული გეგმის მიღებისკენ უბიძგებს. ვლადიმირ პუტინმა უკვე უარყო ამ გეგმის რამდენიმე პუნქტი, რომელთა შორისაა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და შემაკავებელი ზომები, რომლებიც მომავალში რუსეთის მხრიდან თავდასხმების თავიდან აცილებას გულისხმობს.


close დახურვა