logo
ENG



ვოლსკი: გიდასტურებთ, რომ კალაძე განიხილება თბილისის მერობის კანდიდატებს შორის

30 აპრ 202116:34
3 წუთის საკითხავი
clock 1666
ვოლსკი: გიდასტურებთ, რომ კალაძე განიხილება თბილისის მერობის კანდიდატებს შორის

გია ვოლსკი, ამბობს, რომ ქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე ერთერთია მათ შორის, ვინც მერობის კანდიდატად განიხილება ქართული ოცნებიდან 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე.

გია ვოლსკის განცხადებით, მეტი დეტალი მედიისა და საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„უმრავლესობაში, რასაკვირველია, მიდის მსჯელობა. გიდასტურებთ, კახა კალაძის კანდიდატურაც განიხილება მათ შორის. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარები და განცხადებები გვექნება უმოკლეს პერიოდში, როდესაც გუნდის ყველა წევრი იქნება შეთანხმებული, ავწონ-დავწონით სიტუაციას, შევაფასებთ შექმნილ ვითარებას", - აცხადებს ვოლსკი.

ფორმულას ინფორმაციით, ქართულ ოცნებაში არსებული შიდადაპირისპირების გამო, კახა კალაძე არ იქნება პარტიის მიერ წარდგენილი თბილისის მერობის კანდიდატი. 


close დახურვა