logo
ENG



ვოლსკი: ეს არათუ მოწვევა არამედ დაბარებაა იქ, სადაც თვითონ მიაჩნია, რომ ვინმე უნდა ჩავიდეს

09 აპრ 202200:48
3 წუთის საკითხავი
 
ვოლსკი: ეს არათუ მოწვევა არამედ დაბარებაა იქ, სადაც თვითონ მიაჩნია, რომ ვინმე უნდა ჩავიდეს

წერილი იყო შედგენილი, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ შეურაცხყოფას აყენებდა, როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე საზოგადოების დიდ ნაწილს. ეს მოწვევა, რომელიც ნოტით არის გამოგზავნილი, მოწვევას არ ჰგავს, უფრო არის რაღაც ნიშნის მოგებით გაკეთებული, არათუ მოწვევა, არამედ დაბარება იმ ადგილას, სადაც თვითონ მიაჩნია საჭიროდ, რომ ვინმე უნდა ჩავიდეს.

პოლიტიკოსთა დიდი რაოდენობა, რომელიც თუნდაც არ შეუერთდა იმ რეზოლუციას, რომელიც რუსეთის უფლებამოსილებას აჩერებს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში. ის ქვეყნები, რომლებიც არ შეუერთდნენ მოთხოვნას ტრიბუნალისადმი უკრაინაში შეჭრილი რუსეთის ქმედებების შესაფასებლად, მე ვფიქრობ უკრაინის ხელისუფლებისგან მეტ ყურადღებას ითხოვს მათ შორის, ელჩების გამოწვევა არც ერთი ქვეყნიდან არ მოხდა.

ასეთი დამოკიდებულების პირობებში, ეს არ შეიძლება, ჩაითვალოს მოწვევად. ეს არის არადიპლომატიური, საკმაოდ უხეში ფორმა "დაპატიჟებისა", რომელიც არ ეკადრება ორმხრივ ურთიერთობებს. მით უმეტეს, საქართველოს, რომელმაც საკმაოდ სერიოზული და მძლავრი ნაბიჯები გადადგა პოლიტიკურ ასპარეზზე და თავად ძლიერ დაზიანებულმა, საფრთხის ქვეშ მყოფმა გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რათა უკრაინას პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდეს, მძლავრი და შეუქცევადი.


close დახურვა